გაკვეთილის
გეგმა
ნინო ინაიშვილი
გაკვეთილის თემა
|
ვაჟა-ფშაველას
პოემა „ბახტრიონი“ (IV, V, VI თავი)
|
სწავლების საფეხური/
კლასი
საგნის დასახელება
|
საშუალო საფეხური,
მე-11 კლასი
ქართული ენა
და ლიტერატურა
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
31
|
აქტივობის მიზნები
და მისაღწევი შედეგები
|
·
გაანალიზებენ პოემა „ბახტრიონის“
IV, V, VI
თავების იდეა-ჩანაფიქრს;
·
გაეცნობიან მთაში არსებული
რელიგიური ცნობიერების სპეციფიკას;
·
გაიხსენებენ ისეთ ლიტერატურულ
სიმბოლოებს, როგორიცაა მთა და ცრემლი;
·
განიხილავენ პოემა
„ბახტრიონის“ IV,
V, VI თავებში გამოყენებულ მხატვრულ გამომსახველობით საშუალებებს;
·
გაიმდიდრებენ ლექსიკურ
მარაგს და ფაქტობრივ ცოდნას გარკვეული ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეალიების შესახებ;
·
გაიუმჯობესებენ კრიტიკულად
აზროვნების უნარს;
|
ეროვნული სასწავლო
გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები⁄იდიკატორები
|
·
მოსწავლეს
შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება. (ქართ. XI. 2.)
·
მოსწავლეს შეუძლია
სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების,
იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით. (ქართ.
XI. 5.)
·
მოსწავლეს შეუძლია
მხატვრული ნაწარმოების წერილობით გაანალიზება. (ქართ. XI. 9.)
|
გაკვეთილის
მსვლელობა
|
A.
გამოწვევის ფაზა
აქტოვობა 1: კლასის ორგანიზება. (2 წთ.)
აქტივობა 2 :შეფასების კრიტერიუმების გაცნობა. (1 წთ.) გამოვიყენებ განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას; (იხ. დანართი N1)
აქტივობა
3: შესავალი სიტყვა. მოსწავლეებს განწყობასა და მზაობას
ვუქმნი განსახილველი პოემის პრობლემატიკის სწორად გასააზრებლად. ყურადღებას ვამახვილებ
პოემის მთავარ,
ეროვნულ მოტივზე და ვსაუბრობ მის აქტუალურობაზე წარსულსა
თუ აწმყოში. (3-5 წთ.)
აქტივობა
4: ფრონტალური შეკითხვების დასმით გამოვიკითხავ საშინაო
დავალებას. კითხვები შეეხება ტექსტის როგორც შინაარსობრივ, ასევე იდეურ მხარეს.
(10-12 წთ.)
კითხვები:
1.
რასიმბოლური
დატვირთვა აქვს პოემის პირველ თავში აღწერილ ბუნების სურათს?
2.
როგორ შეაფასებთ
სანათას?
3.
არის თუ არა
ანთროპონიმი „სანათა“ სიმბოლური დატვირთვის მატარებელი?
4.
მიგაჩნიათ თუ
არა გამართლებულად ხატის კანონის დარღვევა ხატისავე მსახურების მიზნით?
5.
რა შეგიძლია
გაიხსენოთ დედაკაცობის ცნების შესახებ?
6.
რა ლიტერატურულ
ხერხს იყენებს ავტორი კვირიას სახის გადმოსაცემად?
7.
როგორ დაახასიათებთ
კვირიას? რომელ პიროვნულ თვისებებს გამოარჩევთ მასში?
8.
ფიქრობთ, სანათა
და კვირია იმდენად იდეალური პერსონაჟები არიან, რომ არ შეესატყვისებიან რეალობას?
აქტივობა 5:
რომელიმე ერთ მოსწავლეს ვაჯამებინებ საუბარს
- 2-3 წთ.
B.წვდომის ფაზა
აქტივობა
6: დაფაზე თეზისებად ჩამოვწერინებ მოსწავლეს ასახსნელი
მასალის ძირითად იდეურ-ლოგიკურ მონაკვეთებს.(2-3წთ.)
თეზისები:
·
ბუნება, როგორც დამოუკიდებელი
პერსონაჟი;
·
მთა- უფალთან სიახლოვის
სიმბოლო;
·
ლაშარის ჯვარი და მისი
მნიშვნელობა;
აქტივობა
7: სასკოლო-სალექციო და კომენტირებული კითხვის მეთოდის გამოყენებით განვმარტავ თითოეულ თეზისს.
ვისაუბრებ პოემა „ბახტრიონის“ IV, V, VI თავებში გადმოცემული
პრობლემატიკისა და მხატვრული სამყაროს შესახებ;
გამოვკვეთ სიმბოლოს მნიშვნელობას ზოგადად
მხატვრულ ტექსტში, კონკრეტულად კი განსახილველ თავებში. (10-15 წთ.)
C.რეფლექსიის ფაზა
აქტივობა
8: თავს ვუყრი, ვაჯამებ ახსნილ მასალას. (3 წთ.)
აქტივობა
9 : მოსწავლეებს ვაწერინებ ტესტს, რომელიც წარმოდგენილ
გაკვეთილის გეგმას თან ერთვის. (5 წთ.) (იხ.
დანართი N2 )
აქტივობა
10 : საშინაო დავალება (2-3წთ.)
1.
„ბახტრიონის“
IV, V, VI
თავები;
2.
ესე -„რა საამური
წამია!“
|
მოსწავლეების
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეები
ფლობენ ინფორმაციას ვაჟა-ფშაველას ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ. იცნობენ მის პოემებს,
ლექსებსა და მოთხრობებს. შესაბამისად, მისი შემოქმედების მთავარ მოტივებს;
მოსწავლეები
განარჩევენ ტროპის სახეებს.
|
სასწავლო მასალა
და ტექნიკური რესურსები
|
ქართული ენა
და ლიტერატურა, მე-11 კლასის სახელმძღვანელო;
ლალი დათაშვილი,
მარინე ხუციშვილი, ქართველი მწერლები სკოლაში;
თამაზ ვასაძე,
ლიტერატურა ჭეშმარიტების ძიებაში;
გოგი ხორნაული,
ვაჟა-ფშაველას ონომასტიკონი.
დამჭირდება
: დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, სახელმძღვანელოები და კალმები.
|
თარიღი
..............................................
გვარი, სახელი .....................................
1. მოკლედ განმარტეთ ანთროპონიმ „სანათას“ სიმბოლური მნიშვნელობა;
....................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................
2. ახსენით
კონტრასტის, როგორც ლიტერატურული ხერხის, დანიშნულება კვირიას მაგალითზე;
....................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................
3. მოკლედ განმარტეთ
შემდეგი სიმბოლოების მნიშვნლობა:
მთა
....................................................................................
ცრემლი
...........................................................................
4. „თავმოხდით
სდგანან მხედარნი,
თავის ბატონის კარზედა.“
თავის ბატონის კარზედა.“
განმარტეთ
გამუქებული სიტყვის მნიშვნელობა;
....................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................
5. დაასრულეთ
ჩამონათვალი :
გუდანის ჯვარი
ლომისის ჯვარი
ხახმატის
ჯვარი
................................
შენიშვნები ⁄ შთაბეჭდილებები
........................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................
MEGA88 : best yummyspins no deposit bonus【WG】
ReplyDeletemEGA88 casino no 온카지노 deposit bonus【WG98.vip】⚡, free slots and หาเงินออนไลน์ live dealer casino, best real 메리트 카지노 주소 money slots, poker, keno, live games, casino no deposit bonus,